saqarTvelos mRvimeebi - bRiis mRvime
კარსტული შახტი გუდაუთის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1750 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ სქელშრეებიან კირქვებში. მღვიმეში ჩასასვლელი ადგილ „ბღიის“ მიდამოებშია. გეგმაში მღვიმეს ლაბირინთოვანი, ხოლო ჭრილში - კასკადური აღნაგობა აქვს. ცალკეული შიგა ჭების სიღრმე 6-იდან 60 მ-მდეა. ჭები ერთმანეთს ებმის მოკლე დამრეცფსკერიანი, მაღალი დერეფნებით. მღვიმე აგეგმილია ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლემდე, აქვს განშტოებები. ჯამური სიგრძე 370 მ. მოცულობა 5400 მ³. დაბალ იარუსზე გაედინება ნაკადული. მღვიმის ზედა ნაწილში კარგად შეიმჩნევა მდნარი თოვლის წყლების ზემოქმედების კვალი.